სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის განცხადება

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მილოცვის წერილი გამოაქვეყნა.

” ძვირფასო თანამემამულენო, კოლეგებო!

დამთავრდა სომხეთის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მოვლენა ქვეყნის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები. მიუხედავად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებულ უთანხმოებებისა და უკომპრომისო ბრძოლისა, ისეთი გარემოება შეიქმნა, სადაც სომხეთის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ  მიეღოთ გადაწყვეტილება და ამით გასაგები გაეხადათ მომავლის თავიანთი მოლოდინები, სურვილები. არჩევნების შედეგები რამდენადაც სასიამოვნოა პარლამენტის მოხვედრილი ახალი პოლიტიკური ძალებისთვის, ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან ამომრჩეველთა ნდობა მოიპოვეს.პოლიტიკურ ძალებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ამომრჩეველთა მოლოდინებისთვის პასუხისმგებლები არიან.

იმედი მაქვს, რომ წარმატებას მიაღწევთ.

გილოცავთ ახალი პარლამენტის ფორმირებასთან დაკავშირებით  და მომავალში კანონშემოქმედებით საქმიანობაში წარმატებებს, ახალ მიღწევებს გისურვებთ სომხეთის რესპუბლიკის გაძლიერებისთვის, არცახის უსაფრთხოებისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის”.