“ხან ჭამენ, ხან სახლში მიდიან” – “პატრიოტთა ალიანსის” შიმშილობა თბილისში

უკვე 39-ე დღეა, რაც თბილისის ცენტრალურ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” აქტივისტების ერთი ჯგუფი შიმშილობს.

მოშიმშილეებმა პროტესტის პირველი დღესვე წერილობით წარადგინეს მოთხოვნები, მათ შორის, ოკუპირებული მიწების დაბრუნება, სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის შემცირება, უცხოელებზე მიწების გაყიდვა. ერთ-ერთმა მოშიმშილემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა აღნიშნა, რომ ისინი ჩინელებზე, თურქებზე, არაბებსა და ინდოელებზე საქართველოში მიწის გაყიდვის ეწიინააღმდეგებიან.

” უცხოტომელები, რომლებიც ჩემს ქვეყანაში დაიბადნენ, ისინი ჩემიანია, მე მათ ქართველებს ვეძახი, მაგალითად სომხებს, ვინც ჩვენი ისტორიული ძმები არიან. ისინი აქ დაიბადნენ და აქ ცხოვრობენ. ჩვენ ასეთი გამოთქმა გვაქვს თუ გაგიგიათ – ქართველი სომეხი. რაც შეეხება უცხოელებს, არ მინდა რომ ჩემს ქვეყანაში ამდენი უცხოელი იყოს და ასეთი უფლება ჰქონდეს. ჩვენი მოთხოვნები ძალიან კონკრეტული და სამართლიანია. თუმცა ხელისუფლებამ არამხოლოდ შეასრულა, არამედ არც კი გამოგვეხმაურა”.

მოშიმშილე აღნიშნავს, რომ რადგან ხელისუბლებას არანაირი რეაგირება არა აქვს მათი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე, ისინი ახალ მოთხოვნას ამატებენ და პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ.

“უნდა გადადგეს კვირიკაშვილის ხელისუფლება – ის ხელისუფლება, რომელიც კონტაქტში არ შედის თავის ქვეყნის მოქალაქეებთან”.

თუმცა მოშიმშილეებმა ჯერ ზუსტად არ იციან რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მისი თქმით, ისინი ასრულებენ მათი პარტიის, “პატრიოტთა ალიანსის” მითითებებს.

მათ არც არჩევნებში მიუღიათ მონაწილეობა, როგორც პროტესტის ნიშანი. ხან იკვებებიან, ხან სახლში მიდიან. ერთი კვირა შიმშილობენ, რამდენიმე დღე კი ისვენებენ.

მოშიმშილემ აღნიშნა, რომ “თავს არ მოიკლავს იმის გამო, რომ ვიღაცის ხელისუფლება გადადგეს. ეს ადრე თუ გვიან ისედაც მოხდება”.

Leave a Reply