საქართველოში სომხეთის ელჩის ვიზიტი აჭარაში (ფოტო)

სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აჭარაში და გურიაში იმყოფება.

სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს ელჩი გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარიას შეხვდა. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ასევე სომხური ტურისტების მნიშვნელობას. სადოიანმა ამ საკითხში პოლიციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

გუბერნატორმა ისაუბრა გურიის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მნიშვნელობაზე ურთიერთთანამშეომლობის პროცეში.

შეხვედრაზე განიხილეს სომხურ მხარესთან თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. საუბარი შეეხო ასევე გურიის რეგიონსა და სომხეთის სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებს შორის რეგიონული და დეცენტრალიზებული თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოყენებას.

ელჩი ოზურგეთის საკვირაო სკოლას ეწვია და ოზურგეთის სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.