ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას ქვეყნის ეროვნული დღესასწაული მიულოცა. ნიკოლ ფაშინიანის მისალოც წერილში აღნიშნულია:

„გულითადად გილოცავთ თქვენ და მეგობარ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. საუკუნეების მანძილზე სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ყოველთვის გამოირჩეოდა ურთიერთპატივისცემითა და ნდობით, რაც ჩვენი მრავალმხრივი დღის წესრიგის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების საფუძველია.

აქედან გამომდინარე ძალიან ვაფასებ ჩვენს შორის რეგულარულ შეხვედრებსა და დისკუსიებს, რასაც ჩვენს ახალ იმპულსებსა და რეალურ შინაარსს შევძენთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მაღალი დონის სომხურ-ქართული ურთიერთობები გაგრძელდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ახალ-ახალ წარმატებებს, ხოლო მოძმე ქართველ ხალხს – ბედნიერებას, კეთილდღეობას და წინსვლას”.