გორელოვკის მოსახლეობამ მთავარი გზა გადაკეტა – საპროტესტო აქცია ნინოწმინდაში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის მოსახლეობამ სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი საერთაშორისო მნიშველობის გზა გადაკეტა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასმელი წყლის დიდი ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარეს განკუთვნილ ფერმაში მიდის.

როგორც „ალიქ მედიას“ აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ განუცხადა, სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას აღარ ენდობა და ამიტომ პრობლემის გადაჭრისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.