დოკუმენტური ფილმი სომეხთა გეონციდის შესახებ ლოს-ანჯელესის ფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა

ამერიკელი კინორეჟისორის ჯო ბერლინგერის მიერ გადაღებული ფილმი „განადგურების განზრახვა“, რომლიც სომეხთა გენოციდის შესახებ მოუთხრობს,  ლოს-ანჯელესის წლევნდელი დაჯილდოების ცერემონიალის დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში საუკეთესო ფილმად დასახელდა.

Deadline წერს, რომ ფილმი რომლის პროდიუსერები  ბერლინგერი, ერიკ ესრაილიანი და ჩიფ როზენბლუმი არიან, აღწერს თურქეთის მთავრობის მხრიდან ერთი საუკუნე გაგრძელებულ უარყოფის კამპანიას.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ატომ ეგოიანი, კრისტიან ბეილი, მაიკ მედავოი, ერიკ პოღოსიანი, System of a Down-ის სოლისტი სერჟ თანკიანი და სხვები, მსახიობთა შორისაა ასევე აშშ-ს ყოფილი ელში სომხეთში ჯონ ევანსი.

შეგახსენებთ, რომ კომპანიები Abramorama და Gathr Films ნოემებრში ფილმის ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესის კინოთეატრების დიდ ეკრანებზე ჩვენებას აანონსებენ.

Leave a Reply