ევროკავშირი მზადაა ხელი მოაწეროს ევროკავშირი-სომხეთის შეთანხმებას

ევროკავშირის დელეგაციამ სომხეთში, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, ხელი მოაწეროს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე სომხეთ-ევროკავშირის ახალ შეთანხმებას და ამ მიმართულებით ყველა საჭირო სამუშაო მზადდება, განაცხადა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციამ.

მანამდე, ბრიუსელში სომხეთ-ევროკავშირის ახალი შეთანხმების ხელმოწერა, ტალინში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე, დაადასტურა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

“სომხეთთან შეთანხმება აუცილებლად იქნება ხელმოწერილი. ეს გასაგებია და არ ექვემდებარება დისკუსიას,”- აღნიშნა ჰანმა.

Leave a Reply