System of a Down-ის თანკიანმა სარგსიანის გადაგომას სამართლიანობის ზეიმი უწოდა

ამერიკული ჯგუფ System of a Down-ის სოლისტმა სერჟს თანკიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟს სარგსიანის გადადგომას “სამართლიანობის ზეიმი” უწოდა.

“დღეს შესანიშნავი დღეა სამართლიანობის ზეიმისთვის. სომხებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობითა და თავიანთი ხმებით, პრემიერ-მინისტრს სერჟს საგსიანს გადადგომა აიძულეს”, – დაწერა თანკიანმა Twitter-ზე.

მომღერალი საკუთარ გვერდზე უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად ეხმიანება სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე.

როკბენდის სხვა წევრებმაც არაერთხელ გამოხატეს სომეხი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. “მე თქვენთან ვარ, ჩემს დებთან და ძმებთან ერთად ვაპროტესტებ,” – დაწერა ჯგუფის წევრმა დარონ მალაქიანმა და Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის სომხეთშია.

Leave a Reply