სომხეთი შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის კონვენციას

სომხეთმა 18 იანვარს, ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ  ბრძოლის შესახებ კონვენციას.

ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთი გახდა ევროპის საბჭოს 45-ე წევრი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწრა აღნიშნულ კონვენციას. წევრი 47 ქვეყნიდან მხოლოდ აზერბაიჯანი და რუსეთი არ შეუერთდნენ კონვენციას.

ამ კონვენციის ხელმოწერით ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გამოიძიოს და აღმოფხვრას ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები და ოჯახური ძალადობა. ის ასევე ითვალისწინებს მონიტორინგის სპეციალური მექანიზმის შექმნას  ქვეყნის მიერ ამ პუნქტების შედეგიანად განხორციელებისთვის.

Leave a Reply