საქართველოს ელჩმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს წიგნები აჩუქა

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა გიორგი საგანელიძემ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის სომხურ-ქართული ურთიერთობების მიმართულებას აჩუქა ქართულ ლიტერატურასა და ბიბლიოგრაფიას მიძღვნილი 27 წიგნი.

„სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულს სწავლობენ, როგორც ფილოლოგიის, ასევე ისტორიის ფაკულტეტზე, ამიტომ ეს წიგნები სასარგებლო  იქნება  სტუდენტებისა და ინსტიტუტის სომხურ-ქართული ურთიერთობების მიმართულების თანამშრომლებისათვის“ -აღნიშნა ელჩმა. მან ისიც დაამატა, რომ „სომეხი ერი თავისი სამეცნიერო და კულტურული პოტენციალით დიდ როლს თამაშობს არა მარტო რეგიონის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო ასპარეზზე, ხოლო  სომხეთის  დედა უნივერსიტეტი იყო და არის დსთ-ს წამყვან უნივერსიტეტთა შორის. საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ძირითადად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან, ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფნა. დარწმუნებული ვარ, რომ  ნაჩუქარი  ლიტერატურა დაეხმარება ქართველოლოგიით დაკავებულ უნივერსიტეტელებს“. – აღნიშნა ელჩმა.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, არამ სიმონიანმა დაამატა, რომ ე.ს.უ.-ის სტუდენტები დაინტერესებულნი არიან ქართული  ენის, ქართული ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურის შესწავლით.

Leave a Reply