თბილისი სომხური თეატრის გაყინულ კედლებში შიდა ჩვენება ჩატარდა

ნოემბრის თვეში თბილისის  პეტროს ადამიანის სახელობის  სომხურ დრამატულ თეატრში, რომელიც უკვე 6 წელია ავარიულ ვითარებაშია, ჩატარდა შიდა ჩვენება. თეატრის გაყინულ კედლებში სპექტაკლს თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი და  სომხურ სპექტაკლს მონატრებული რამოდენიმე მაყურებელი ესწრებოდა.

121-300x200„სულის განსასჯელი“ ახალგაზრდა რეჟისორ გაგიკ მელქუმიანის მე-6 სპექტაკლია. მეუღლეების ნაადრევმა სიკვდილმა სამი ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება გაყო ორ ნაწილად: მეუღლეების დაკარგვამდე და დაკარგვის შემდეგ. მოგონებებით მცხოვრები და ამავდროულად ამ მოგონებებისგან გაქცევის სურვილის მქონე ქალებს ბევრი რამ აკავშირებს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სასაფლაოა. ყველაზე მეტ დროს ისინი ერთად სასაფლაოზე ატარებენ.

13-300x200სპექტაკლში თამაშობენ თბილისის სომხური დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები: სნეჟანა იაგუბოვა, ლიუბა საჰაკიანი, გლორია გევორგიანი და ერნესტ ჰარუთუნიანი. სპექტაკლი დადგმულია თანამედროვე ამერიკელი დრამატურგის, აივონ მენჩელის პიესის „სასაფლაო კლუბი“-ს  მიხედვით.

სპექტაკლი თავის ადგილს  იკავებს  თეატრის სპექტაკლთა რიგში.

იგეგმება სპექტაკლის პრემიერა.

Leave a Reply