სომხეთ-ირანის რკინიგზის პროექტი ჩინურ მხარესთან განიხილეს

სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაჰან მარტისიანმა, 5 მარტს ჩინეთის სამოქალაქო ინჟინერიის კორპორაციის ევრაზიის საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ცზიან აიმინს უმასპინძლა.

კომპანია დაინტერესებულია სომხეთ-ირანის რკინიგზის დიზაინსა და მშენებლობის საკითხებით.

ცზიან აიმინმა აღნიშნა, რომ პროექტში “ერთი ზონა, ერთი გზა” ჩართვის შესაძლებლობა განიხილება ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარკინიგზო ხაზის პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და გამოთქვა მზადყოფნა მისი მშენებლობის საკითხი ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსთან განიხილოს.

Leave a Reply