აზერბაიჯანის მხრიდან სროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვაზე, აზერბაიჯანული მხრიდან სნაიპერის გასროლის შედეგად, სასიკვდილოდ დაიჭრა სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი აშოტ მიქაელიანი. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებითი სიმშვიდე იყო შენარჩუნებული.