ბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა

ბიძინა

საქართველომ კი არ დაბომბა, სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, ეკა კვესიტაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის წიგნის შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთ სარჩელში გამოიყენა.

“თქვენ მოუწოდებთ ადამიანებს, ხმა მისცეს კანდიდატს, რომლის წიგნიდან ციტატები გამოყენებულია ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ”. ივანიშვილის თქმით, ის ეთანხმება სალომე ზურაბიშვილს, რომ “საკუთარი მოსახლეობა დაბომბა სააკაშვილმა”.

“მინდა მაყურებელს შევახსენო, რა მოხდა 2008 წელს და როგორ ახერხებს დღეს “ნაციონალური მოძრაობა”, ეს საკითხები კიდევ სხვას გადააბრალონ და საკუთარი დანაშაული ერთი წამითაც არ გაიაზრონ. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ქვეყნის და სამშობლოს ღალატი. მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა; მას შეეძლო, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

23 ოქტომბერს, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ინტერვიუ სამი არხის – „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცა.