ივანიშვილი: რომ გამორთო რუსთავი 2, აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ

ბიძინა

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის ირაკლი ჩიხლაძის კითხვაზე – “რა კეთდება ქვეყანაში იმისათვის, რომ ნეგატივი ნაკლები იყოს?” – ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

“ნეგატივი საიდანაც მოდის, მიგანიშნებთ მე თქვენ. დღეს რომ გამორთო „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავ. რაც გადმოდის „რუსთავი 2-იდან“ არის სიცრუე. ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს, ეს არის ნორმალური ყველა სახელმწიფოში. შეიძლება გადაცდომებიც იყო. თუ სუბელიანის თემა მოგინდებათ კარგი მაგალითია და ამისთვისაც მზად ვართ. არავინ ზოგავს ხელისუფლების წევრებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ინტერვიუ სამი არხის – „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცა.