ედვარდ ნალბანდიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე

სომხეთი-დისპორა კოფერენციაზე, 19 სექტემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასა და ტერიტორიების დაბრუნებაზე ისაუბრა.

„საუბარია იმ ტერიტორიებზე , რომელთა დაბრუნების შემთხვევში კონფილქტის დარეგულირებასა და უსაფრთხოებას ზიანი არ მიადგება“- განმარტა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნალბანდიამნმა კონფლიქტის დარეგულირების სხვა ასპექტებზეც ისაუბრა.

„თანათავმჯდომაეები ამბობენ, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ თავისუფალი ნების გამოხატვის გზით თვითონ უნდა აირჩიოს თავისი მომავალი, რომელსაც ყველასთვის საერთაშორისო სამართლებრივი ძალა უნდა ჰქონდეს . ნების გამოხატვამდე, საბოლოო სტატუსის გადაწყვეტის მიზნით, მთიან ყარაბაღს შუალედური სტატუსი უნდა ჰქონდეს. ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც გამოიყენა თვითგამორკვევის უფლება , მსგავსი გზა გაიარეს. შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოებამ და გაეროს უსაფრთხოების საბჭომ აღიაროს ეს სტატუსი,”აღნიშნა მინისტრმა.

მთინი ყარაბაღის უსაფრთხოების გარაანტიებზე საუბრისას, ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალმხრივი უნდა იყოს.

„რას ამბობენ თანათავმჯდომარეები…ამბობენ, რომ მთიანი ყარაბარის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ყარაბაღს საერთაშორისო უსაფრთხოების მრავალმხრივი გარანტიები უნდა ჰქონდეს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ სხვადასხვა სამშვიდობო მისიების ყოფნას რეგიონში, ან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ   აღიარებას, რომ სომხეთი ყარაბაღის უსაფრთცოების გარანტს წარმოადგენს. ასევე მთიანი ყარაბაღი თავდაცვითი ჯარი უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტი“, აღნიშნა ნალბანდიანმა.

ნალბანდიანის სიტყვებით  უსაფრთხოების სრული გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელი იქნება.

Leave a Reply