სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში პრემიერ-მინისტრის არჩევნები დღეს გაიმართება

სომხეთის ეროვნულ ასამბლეის საგანგებო სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ, 24 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური იუწყება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან 16 ოქტომბერს გადადგა. მისი განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება მან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად მიიღო. მან პარლამენტში წარმოდგენილი პარტიებისგან გარანტია მიიღო, რომ ისინი ორჯერ ჩააგდებენ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის არჩევნებს, რაც ავტომატურად პარლამენტის დათხოვნას გამოიწვევს.