“წარუკიანის ბლოკი” მხარს სომხეთის “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატს უჭერს

24 თებერვალს, პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერის გაგიკ წარუკიანის ხელმძღვანელობით და ეროვნული კრების ფრაქცია წარუკიანის დეპუტატების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო სხდომა, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთის პრეზიდენტის მომავალ არჩევნაბში მხარს სომხეთის რესპუბლიკური პარტიის და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის მიერ ნომინირებულ კანდიდანტს არმენ სარგსიანს დაუჭერენ.

გაგიკ წარუკიანმა აღნიშნა, რომ არმენ სარგსიანის და პარტია “აყვავებული სომხეთის” მიდგომები ემთხვევა ქვეყნის პრობლემების მოგვარების სტრატეგიას.

“პატივისცემულო თანაგუნდელები ვიცნობ არმენ სარგსიანს, მის მიდგომას, მზადყოფნას. ის შეხვდა ყველა სფეროს წარმომადგენელს და დაპირდა, რომ შეაჩერებს ემიგრაციას, განახორციელებს დიდ ინვესტიციებს. დღეს ის იმას ამბობს რაც ჩვენი სურვილი და მიზანია”, ­ -შეხვედრის დროს განაცხადა წარუკიანმა.

“სომხურმა დრომ” ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ივარაუდა, რომ წარუკიან ფრაქცია ხმას მისცემს სომხეთის რესპუბლიკურ პარტიიის პრეზიდენტის კანდიდატს, რადგან სერჟ სარგსიანმა სურვილი გამოთქვა , რომ პრეზიდენტის არჩევა პირველივე ტურში მოხდეს. პირველი ეტაპისთვის საჭიროა ეროვნული კრების დეპუტატების 79 ხმა, თუმცა კოალიციის პარტნიორ სომხეთის რევოლუციურ ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას ერთად არ ჰქონდათ ხმების საჭირო რაოდენობა. პრეზიდენტის არჩევნები სომხეთში 2 მარტს არის დანიშნული.

Leave a Reply