დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მილოცვის წერილი გაუგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მისალოცი წერილი გაუგზავნა და პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.

“გილოცავთ ბოლო პერიოდში გამართულ არჩევნებში გამარჯვებას, მოუთმენლად ველოდები ორმხრივი ინტერესით განპირობებულ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და რეგიონალური უსაფრთხოების დამყარების მიზნით. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წინსვლა, ყველა პარტიის გაერთიანება და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ხელს შეუწყობს სომხეთს ნათელი მომავლის შექმნაში. საუკეთესო სურვილები თქვენ და სომეხ ერს,” – ნათქვამია წერილში.

Leave a Reply