WITSA-ს წარმომადგენლები სომხეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, 16 მაისს სომხეთში მსოფლიო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომსაახურების ალიანსის (WITSA)  პრეზიდენტს ივონ ჩიუს და მდივანს ჯიმ პოიზანთს შეხვდა.

შეხვედრაზე 2019 წლის ერევანში დაგეეგმილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონფერენციის  (World Congress on Information Technologies-WCIT) ჩატარების საკითხები განიხილეს. კონფერენციაზე დასასწრებად 80 ქვეყნიდან 4500-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

სარგსინის თქმით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო სომხეთის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ივონ ჩიუმ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი დაინტერესებულია სომხეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებით.

ალიანსის წარმომადგნელებს შეხვდა ასევე სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  კონფერენციის ჩატარდება სომხეთში მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მას მაღალი დონის ორგანიზება გაუწიოს.

Leave a Reply