სომხეთის საპარლამენტო კოალიცია „გამოსავალმა“ პარმალენტში ევარზიული კავშირიდან გასვლის პროექტი წარადგინა

8 სექტემბერს, სომხეთის საპარლამენტო კოალიცია „გამოსავლმა“ სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის წესით  მიიღო გადაწყვეტილება, ეროვნულ კრებას წარუდგინოს პროექტი “სომხეთის რესპუბლიკის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების პროცესის დაწყების შესახებ“.

კოალიციის მიერ გავრცელებულ განცახდებაში ნათქვამია, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ ქვეყანის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში “არსებითი” უკუსვლა გამოიწვია. ასევე ვერ გააძლიერა სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება.

ევრაზის ეკონომიკურ კავშირში წევრობის 3 წლის განმავლობაში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 8%-ით, დასაქმების დონე 13%-ით, საერთაშორისო რეზერვი 40%-ით შემცირდა, სახელმწიფო ვალი კი 10%-ით გაიზარდა, ხოლო ინვესტიციებიდან მიღებული ფულადი ბრუნვა 2014 წელს 167.4 მილიარდ სომხურ დრამს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს ის მხოლოდ 81 მილიარდი იყო.

aniarc.am

Leave a Reply