აზერბაიჯანის შეაირაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ბერდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში

აზერბაიჯანის შეაირაღებულმა ძალებმა, კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ქალაქ ბერდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შუშან სტეფანიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

მანამდე სტეფანიანმა აღნიშნა, რომ 14 ივლისის ღამით, აზერბაიჯანულ მხარეს ტანკის გადაადგილება შეინიშნებოდა, რომელიც სომხური მხარის მხრიდან განხორციელებული სროლის შემდეგ აღიკვეთა.