სომხეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შეფასება

 ინიციატივის “მოქალაქე დამკვირვებელი“ და არასამთავრობო კოალიციის „დამოუკიდებელი დამკვირვებელი“ წარმომადგენლები წინასაარჩევნო სააგიტაციო პერიოდის დაკვირვებისა და ხმის მიცემის პროცესზე მონიტორინგით, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არჩევნების შედეგები არ მოქალაქეების თავისუფალ ნებას არ გამოხატავენ.

როგორც ირკვევა, ადგილობრივი დამკვირვებელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს, ზეგავლენა აქვთ ხმის მიცემის შედეგებზე. ანტიკორუფციული ცენტრის -Transparency International-ის აღმასრულებელი დირექტორის – სონა აივაზიანის თქმით, „წინასწარი შედეგების მიხედვით, საარჩვენო უბნებზე 186 დარღვევა დაფიქსირდა – აქედან 97 საარჩვენო ოთახების მოწყობას, 33 კი უბნების მუშაობას ეხებოდა.

ხმის მიცემის დროს სულ 640 დარღვევა დაფიქსირდა, რაც ერთის მხრივ ფარული კენჭისყრის დარღვევებს გულიხმობს და მეორეს მხრივ – ამომრჩევლისთვის დახმარებას მეორე პირის მიერ ანუ დამხმარე ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას.

დაახლოვებით 130 უბანზე შედეგების შეჯამების ეტაპზე სხვადასხვა ტიპის დარღვევებთან გვაქვს საქმე. ფარული კენჭისრყის დარღვევა გვიჩვენებს იმას, რომ სხვადასხვა ადგილას ტოტალური კონტროლი – ე.წ. კარუსელი მოქმედებდა, 9 ბიულეტენის პირობებში კარუსელი კი განსხვავებული ფორმით განხორციელდა.

საარჩევნო კომისიები სრულყოფულად არ ფლობდნენ საარჩევნო კოდექსს, რამაც პროცესების არასწორი მართვა გამოიწვია და რაც არა მარტო უცოდინრობის, არამედ სურვილის არ ქონის შედეგიც იყო. დღეს საარჩევნო უბნებზე კორუფციის შემთხვევბი არ ყოფილა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება. ამ ეტაპზე კომისიის წევრებმა ბრძანაბა მიიღეს თავი აარიდონ კორუფციულ გარიგებებს, რადგან იყო შემთხვევები რა დროსაც „სადამკვირვებლო მისიების“ ნაწილი აქტიურად მოუწოდებდა ამომრჩეველს, აერჩიათ შესაბამისი ესა თუ ის პოლიტიკური ძალა“.

Leave a Reply