საქართველოს მოსახლეობის 12% სომხეთს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს

საქართველოს მოსახლეობის 12% სომხეთს მნიშვნელოვან პარტნიორად თვლის, 3% -ის აზრით, სომხეთი პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს, 2%-ს მიაჩნია, რომ სომხეთი შესაძლოა ეკონომიკური საფრთხის შემცველიც კი იყოს – ასეთია ამერიკული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.

გამოკითხულთა 29% აზერბაიჯანს მიიჩენვს მნიშვნელოვან პარტნიორად, 16% რუსეთს, 14% კი თურქეთს. აზერბაიჯანი პოლიტიკურ საფრთხის შემცველი – მოსახლეობის სულ რაღაც 0,6%-თვისა, ხოლო ეკონომიკური საფრთხის მომხრეთა პროცენტი – 1-ია.

თურქეთი პოლიტკური საფრთხის თვალსაზრისით 6%-თვისაა, ეკონომიკური საფრთხეა 10%-თვის. კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდით არსებულ ურთიერთობას სომხეთთან? – 75%-მა კარგად შეაფასა, 16%-მა არც კარგად და არც ცუდად, 6%-მა – ცუდად ხოლო 3%-მა – არ იცის.

აზერბაიჯანათან მიმართებაში იმავე შეკითხე პასუხისას შედეგები ასე გამოიყურება: კარგი – 89%; არც კარგი, არც ცუდი – 8%; ცუდი – 2%; არ ვიცი – 1%.

Leave a Reply