მექსიკელი დეპუტატები წიწერნაკაბერდში

მექსიკის პარლამენტის დეპუტატები სომხეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ედუარდ შარმაზანოვისა და ეროვნული საბჭოს დეპუტატის მარგარიტა იესაიანის თანახლებით 22 ოქტომბერს წიწერნაკაბერდს ეწვივნენ.

სომხეთის ეროვნული საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მექსიკელმა დეპუტატებმა მარადიულ ცეცხთან გვირგვინები მიიტანეს და მორწმუნეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს სომხეთის გენოციდის მუზეუმი, გაეცნენ სომხების გენოციდის დამადასტურებელ დოკუმენტებს, დათვალიერეს ექსპონანტები და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთეს.

მექსიკა-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბლანკა მარგარიტა კუატა დომინგესმა აღნიშნა, რომ მათთვის სომხეთში ვიზიტი დიდი პატივია. “გაცნობა ისეთ გმირ ხალხთან, რომელსაც დიდი პარივისცემა აქვს მსოფლიოში. მე უკვე მიყვარს სომხეთი”.

მარია კრისტინა ტერესა გარსია ბრავომ კი აღნიშნა, რომ ის სომეხი ხალხის მიმართ სიმპათიასა და სოლიდარობას გამოხატავს.

Leave a Reply