ფრანსუა როშბლუანი: აზერბაიჯანის მცდელობები შემაშფოთებელია

საფრანგეთი-მთიანი ყარაბაღის მეგობრული ჯგუფი საფრანგეთს მოუწოდებს ღია, პირდაპირი და კონსტრუქციული დიალოგი დიწყონ ყარაბაღის რესპუბლიკის დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობასთან.

არცახის (ყარაბაღი) მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ბარიერები არ უნდა შეიქმნას საფრანგეთსა და არცახს შორის კავშირის დამყარებისთვის. საფრანგეთი-არცახი მეგობრობის ჯგუფი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მცდელობებს ჩაერიოს საფრანგეთის საკონსულო საქმიანობაში, ასევე ზეგავლენა  მოახდინოს საფრანგეთზე, ყარბაღის მოქალაქეების თავისუფალი მოძრაობის უფლების შეზღუდვის მიზნით.

“აზერბაიჯანის მცდელობები დემოკრატიულ საფრანგეთს დააძალონ თავიანთი ავტორიტარული სტანდარტები, უბრალოდ შემაშფოთებელია. დაუშვებლად მიმაჩნია მთანი ყარაბაღის მოქალაქეების თავისუფლებების შეზღუდვა” , – აღნიშნა მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრანგმა დეპუტატმა ფრანსუა როშბლუანმა.

მეგობრობის ჯგუფმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყარაბაღი გახდა სიცოცხლისუნარიანი და პასუხისმგებელი დემოკრატია, მათ ასევე აღნიშნეს, რომ ყარბაღი შეუმჩნეველი ვეღარ დარჩება და საჭიროა მისი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარება, წერს სააგენტო tert.am. 

Leave a Reply