ფაშინიანი მოსახლეობას რეფორმების ტალღას ჰპირდება

ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის პოსტზე არჩევიდან 100 დღის შემდეგ მოქალაქეებს მიმართავს და რეფორმების ტალღას ჰპირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„მთავრობის შეცვლიდან 100 დღის შემდეგ ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, რეფორმები იქნება ეფექტური და ის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ახალ სუნთქვას გაუხსნის“, – აცხადებს ფაშინიანი.

სომხეთში, 23 აპრილს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი სერჟ სარგსიანი გადადგა. 8 მაისს, სომხეთის პარლამენტმა, პრემიერ მინისტრად ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას დაუჭირა მხარი.

Leave a Reply