სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება განახლდა

“ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ თავუშის რეგიონში, ერთ-ერთი პოზიციის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა. მათი სპეციალური ძალები “ხაფანგში” აღმოჩნდა”, – აღნიშნულის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

თემას გამოეხმაურა თავდაცვის უწყების პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი, რომელმაც აღნიშნა:

“დღეს, 23:00 სთ-ზე, აზერბაიჯანულმა სპეცრაზმმა კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო “უშიშარი” პოზიციის მიმართულებით. სომხურმა დანაყოფებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიეს და მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის სპეციალური დანაყოფი “ხაფანგშიც” აღმოჩნდა. სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს”.