სერჟ სარგსიანის პასუხი აზერბაიჯანელი დეპუტატის შეკითხვას

სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სამიტის სესიაზე აზერბაიჯანის წარმომადგენლის, სამედ სადიოვის შეკითხვის საპასუხოდ პირველ რიგში მას დამშვიდებისკენ მოუწოდა.

აზერბაიჯანელმა დეპუტატმა სარგსიანს ჰკითხა, რატომ არ ახსენებს სამიტზე ხოჯალუს გენოციდის შესახებ, სადაც დაახლოებით, 800 ადამიანი დაიხოცა სომხების მიერ, რატომ არ ახსენებს ეთნიკურ წნემდას ყარაბაღში და ახლა ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება?

“მე პირველ რიგში გთხოვთ დაწყნადრეთ და ჩემი სიტყვები არ დაამახინჯოთ. მე ამ ტრიბუნიდან არასდროს მითქვამს, რომ ვიყავი ომის ლიდერი, მე სმგავსი პატივი არ მქონია. მე მონაწილეობა მიმიღია მთიანი ყარაბაღის ხალხის სამართლიან ბრძოლაში”-ახსენა სარგსიანმა.

აზებაიჯანელი დელეგატის შეკითხვას, თუ რატომ არ ისაუბრა თავის გამოსვლაში ხოჯალუს შემთხვევბის შესახებ, სარგსიანმა უპასუხა, რომ “ხოჯალუს შემთხვევას, რომელსაც თქვენ გენოციდად თვლით, ძალიან მარტივი მიზეზი აქვს. ამ მტკივნეული შემთხვევების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აიაზ მუთალიბოვმა დეტალურად და ძალიან ინფორმირებულად მოჰყვა ფაქტები და მკაფიოდ აჩვენა, თუ ვინ იყო ამ ჟლეტვის ორგანიზატორი. მე ძალიან ვწუხვარ. გენოციდი კარგი რამ არ არის, გენოციდის განცდა ტანჯვაა და ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანში მისწრაფებაა აუცილებლად ჰქონდეს ის რაც სომხებს აქვთ. ეს დაუშვებელი რამაა. რაში გჭირდებათ იმის გენოციდად მოხსენიება, რაც არასდროს ყოფილა გენოციდი, განსაკუთრებით კი სომხების მხირდან”.

სომხეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის შესახებ აზერბაიჯანელი დეპუტატის შეკითხვას პრეზიდენტმა უპასუხა, რომ “თქვენ შეეცადეთ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია გეხსენებინათ. მე თქვენ გირჩევთ, როდესაც  ერთ საკითხში ღრმად გარკვევას ცდილობთ, ბოლომდე შეისწავლოთ იგი. მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭო არასდროს შეხებია მთიანი ყარაბაღის საკითხს. 1993 წელს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო 4 რეზოლუცია მთიან ყარბაღში სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ. ყველა რეზოლუციის შემდეგ აზერბაიჯანი მკაფიოდ აცხადებდა, რომ ის არ შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს. ამ რეზოლუციებში სომხეთის ერთადერთი ვალდებულება იყო გამოიყენოს თავისი გავლენა და ავტორიტეტი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით.

ჩვენ იმ დროინდელი სომხეთის მთავრობის წყალობით, შევასრულეთ ეს ვალდებულება. ხოლო პასუხისმგებელმა აზერბაიჯანმა, რომელსაც უნდა შეეწყვიტა სამხედრო მოქმედებები, არ შეწყვიტა. როგორც იცით, 1994 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, მაგრამ უკვე სხვა ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ, და არა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების. თუმცა სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულებით დამტკიცებული დადგელილებები არ ხორციელდება. შეთანხმებაში მკაფიოდ წერია, რომ სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ხოლო პოლიტიკური გადაწყეტილებებისთვის საჭიროა მოლაპარაკებების დიდი პროცესი დაიწყოს. მოლაპარაკებების ამ პროცესში, როგორც თქვენი სიტყვებიდან გამოჩნდა, თქვენ მაქსიმუმი გინდათ, შეუძლებელი რამ გინდათ. სამწუხაროდ, ქსენოფობია აზერბაიჯანში იმდენად განვთარდა, რომ თქვენ ღიად აცხადებთ, რომ ყარაბაღი თქვენ გჭირდებათ სომხების გარეშე. ეს შეუძლებელია, ეს არასდროს მოხდება. მთიანი ყარაბაღის ხალხის ბრძოლის არსი ძალინ მარტივია, ეს ბრძოლაა თავისუფლებისთვის, ბრძოლაა თვითგამორკვევისთვის, ხოლო ასეთ ბრძოლას არ შეუძლია დადებითი გამოსავალი არ ჰქონდეს. მე ამაში დარწმუნებული ვარ”,- აღნიშნა სარგსიანმა.

Leave a Reply