სომხეთის ელჩი თბილისის მერს შეხვდა

25 იანვარს, საქართველოში სომხეთი რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.

შეხვედაზე მხარეებმა განიხილეს ერევანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის რიგი მიმართულებები და რწმენა გამოხატეს, რომ ორ დედაქალაქს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქალაქის ხელისუფლების დონეზე აქტიური ურთიერთ შეხვედრების მნიშვნელობას, და ამ კონტექსტში მათ ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წელს დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტებზე.

ელჩმა სადოიანმა კალაძეს განუცხადა, რომ წელს აღინიშნება ერევნის დაარსების 2800 წლისთავი, რასთან დაკავშირებითაც, თბილისის მერი სომხეთის დედაქალაქში მიიწვია, იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.

Leave a Reply