იგეგმება სომხეთისა და საქართველოს განათლების მინისტრების შეხვედრა

სომხეთის განათლების მინისტრის, არაიკ ჰარუთიუნიანის ინიციატივით მომავალში ქართველ კოლეგასთან მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა იგეგმება. ჰარუთიუნიანის განცხადებით, შეხვედრა მიზნად ისახავს საქართველოში სომხურენოვან სკოლებში სომხური ლიტერატურისა და ისტორიის სწავლების საკითხები განხილვას.

“სომხურ ენაზე ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ძალიან რთულია სომხური სახელმძღვანელოების მიწოდება – საქართველოს განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით ზედამხედველობას ახორციელებს. ამ საკითხზე ყოფილ მინისტრთან გარკვეული შეთანხმებები გვქონდა. ალბათ, უნდა დავიწყოთ ამ საკითხების განხილვა ახალ მინისტრთანაც,”- განაცხადა ჰარუთიუნიანმა.

Leave a Reply