გარო ფაილანი: რეგიონში ნაციონალიზმის ტალღა ღვივდება

დღევანდელი გაყინული პროცესი  სომხურ-თურქულ ურთიერთობებს დიდი ზიანს აყენებს. ამის შესახებ ერევანში მიმდინარე პრეს კონფერენციის დროს  თურქეთის მეჯლისის წევრმა, ეთნიკურად სომხემა გარო ფაილანმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ  სურს თვითონ გახდეს ხიდი სომხეთსა და თურქეთს შორის .

„მე მსურს, რომ დიალოგი დაიწყოს, ვიცი რომ ეს რთულია. მე მოხარული ვარ, სომხეთი უფრო ძლიერი და თავდაჯერებულია. რეგიონში ნაციონალიზმის ტალღა ღვივდება, დიდი საფრთხე არსებობს, ჩვენ, დემოკრატებმა  ჩვენ თავზე დიდი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და აქ მე იმისთვის ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა განვახორციელო“-აღნიშნა მეჯლისის დეპუტატმა ფაილანმა და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნლბანდიანთან შეხვედრისას სომხურ-თურქული ურთიერთობები განიხილეს.

“სამწუხაროდ, 2015 წლიდან თურქეთში ნაციონალისტებმა კავშირი შექმნეს და ყველაფერი ცუდადაა და უარესი გახდება. სომხურ-თურქული პროტოკოლები 2009 წლიდან ხელმოწერილია, მაგრამ ჩვენ ამ გზის გავლა ვერ შევძელით. ახლა ცუდი პირობებია და ვითარება უფრო უარესდება , ნაციონალისტები ძალას ფლობენ. ჩვენ  ყველაზე ბნელ ზამთარში  გზა უნდა გამოვნახოთ. ჩვენ დემოკრატებმა ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ. თურქეთის დემოკრატია უარესდება, ხოლო სომხეთი გაცილებუით თავდაჯერებულია. მე  სომხეთის პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი და ვიცი, რომ ისინი მზად არიან კარი გააღონ, მაგრამ თურქეთი ასევ ეუნდა იყოს მზად, დიალოგის კარი უნდა გაიხსნას. თურქეთში დაბრუნებისთანავე თურქ მინისტრებს უნდა ვესაუბრო“,-აღნიშნა ფილანმა.

შეკითხვას, თუ როგორ ახერხებს სერჟ სარგსიანი სომხურ – თურქული პროტოკოლების ანულირებას, რა შედეგამდე მიიყვანს ეს, გარო ფაილანმა უპასუხა, რომ ახლა უკვე ის პირობები არაა რაც 2009 წელს იყო, როდესაც  პროტოკოლებს ხელი მოეწერა.

„პროტოკი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ სუფთა ფურცელი გვჭირდება, საჭიროა დიალოგი, რომლის კარი დაკეტილია, თუმცა დღეს დიალოგი არაა. მე იმის გამო ვარ აქ, რომ ჩვენ დიალოგი გვქონდეს, ის შეიძლება დახურული და ღია იყოს, მე ვნახე, რომ სომხეთი მზადაა დიალოგის დასაწყებად“ – აღნიშნა ფაილანმა.

Armtimes.com

Leave a Reply