სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანი ოფიციალური ვიზიტით 25-26 სექტემბერს საქართველოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრიმიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს.

Leave a Reply