სომხეთიმა კუხო-ს ავღანეთისთვის დამკვირვებლის სტატუსის ჩამორთმევის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართა

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კუხო-ს ავღანეთისთვის დამკვირვებლის სტატუსის ჩამორთმევის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართა. ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ არარატ მირზოიანმა ფეისბუქის თავის გვერდზე დაწერა.

„ავღანეთის მიერ თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესიის მხარდამჭერი განცხადებების საპასუხოდ სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ ოფიციალურად მიმართა კუხო-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, ავღანეთის დამკვირვებლის სტატუსის ჩამორთმევის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით“, – წერს მირზოიანი.