საფრანგეთი, შეერთებული შტატები და რუსეთი კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის  დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყარაბაღის მოლაპარაკებების განახლებას მოუწოდებენ

რუსეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი, კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და ყარაბაღის მოლაპარაკებების განახლებას მოუწოდებენ.

ამის შესახებ სამი ქვეყნის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება გააკეთა.

”ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს დაუყოვნებლივ და კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, წინაპირობების გარეშე, განაახლონ მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით”, – ნათქვამია რუსეთის, აშშ-ის და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

ეუთოს მინსკის სამმა თანათავმჯდომარე ქვეყნის ლიდერმა საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.