მამედიაროვი: სარგსიან-ალიევის შეხვედრა გამორიცხული არაა, მაგრამ არჩევნების შემდეგ

ოფიციალური ბაქო არ გამორიცხავს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების მორიგ შეხვედრას, თუმცა ეს ორ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა სააგენტო APA- თან ინტერვიუში განაცხადა.

მამედიაროვმა აღნიშნა, რომ 2 მარტს სომხეთში პრეზიდენტს აირჩევენ, ხოლო 11 აპრილს აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნები გაიმართება.

“ბოლოს, როდესაც ჩვენ შევხდით ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, გავითვალისწინეთ წინასაარჩევნო განწყობა სომხეთსა და აზერბაიჯანში და შევთანხმდით დაბრუნებაზე მაშინ, როდესაც ემოციური ფონდი დასრულდა. არსებობს საინტერესო იდეები და ნაბიჯები, რომლებიც უკვე განიხილეს კრაკოვში და ადრე ვენაში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა.

მამადედიაროვმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არ არსებობს.

Leave a Reply