სომხეთის დელეგაციამ ევროპელ კოლეგებთნ სომხეთი-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

25-27 თებერვალს, სომხეთის საგარეო ურთიერთობების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის და სომხურ-გერმანული მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის არმენ აშოტიანის ხელმძრვანელობით სომხური დელეგაცია ბერლინში იმყოფება. დელეგაციას ასევე ახლავს სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი მანე თანდილიანი.

გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტსა და გერმანიაში სომხეთის საელჩოში ორგანიზებული იყო ერთდღიანი საერთო განხილვები, რომელიც სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველ და გაფართოებული თანამშრომლობას მიეძღვნა.

განხილვისას მხარეებმა ისაუბრეს სომხეთი-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული შეთანხმების შესახებ, მის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მოლოდინებზე.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან, ბუნდესტაგის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და დეპუტატებთან, რომლის დროსაც განიხილეს სომხეთი-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა და სომხეთი-ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

Leave a Reply