სომხეთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვერტმფრენს უკვე იყენებს

სომხეთი რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც სამედიცინო დახმარების სამსახურში ვერტმფრენს გამოიყენებს. აღნიშნული ვერტმფრენი უზრუნველყოფს ჯანდაცვის მომსახურებას სახელმწიფო გადაწყვეტილების ფარგლებში.

Armenian Helicopters არის პირველი კომპანია, რომელმაც შეიძინა ვერტმფრენი და გადაცა სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს.

„ბევრი სიცოცხლე გადარჩება ჯანდაცვის სფეროში ამ და სხვა რეფორმების შედეგად, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილების, ჩვენი ქვეყნის სფეციფიკისა და ხარჯების ეფექტურობის გათვალისწინებით განხორციელდება“, – აღნიშნა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა.