აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ალიევის განცხადებას გამოეხმაურა

შეერთებული შტატების სახცელმწიფო მდივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ერევანი აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიული ტერიტორიაა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ალიევს მოუწოდა თავი შეიკავოს მწვავე განცხადებებისგან.

“რადიო თავისუფლებამ” ერევანში აშშ-ის საელჩოს სთხოვა გაეჟღერებინა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია ილჰამ ალიევის გახმაურებულ განცხადებასთან დაკავშირებით და კომენატრი გაკეთებინა ამწვავებს თუ არა მსგავსი განცხადება ყარაბარის კონფლიქტის გადაჭრისკენ მიმართულ მოლაპარაკებების პროცესს და ძაბავს სიტუაციას.

“შეერთებული შტატები იცავს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 11 თებერვლის განცხადებას, რომლითაც მხრეებს მოუწოდეს თავი შეიკავონ მწვავე განცხადებებისა და პროკოვაციებისგან. შეერთებული შტატები ასევე ახალისებს მხარეებს, პატივი სცენ 2017 წლის ოქტომბერში ჟენევაში შემდგარ სამიტის დროს მიღწეულ შეთანხმებებს, მოლაპარაკებების გააქტიურების და შეხების ხაზზე დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯიების გადადგმის შესახებ”,- ნათქვამია აშშ სახელმწიფო სამდივნოს საპასუხო წერილში.

8 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი პარტია “ენი აზერბაიჯან” ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ერევანი ზანგეზური და სევანი (გიოჩე) “ჩვენი ისტორიული ტერიტორიებია და აზერბაიჯანელებს უნდა დავუბრუნოთ ეს მიწები”.

“ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ამ მიზანს ჩვენ  ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ”,-აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიტყვებს გამოეხმაურა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა, რომელმაც 15 თებერვალს განაცხადა, რომ “აღნიშნული განცადება ხელს არ უწყობს დაძაბულობის შემცირებას”.

ილჰამ ალიევის განცხადებასთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატა ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიდან საფრანგეთმა, რომელმაც საგარეო უწყების გვედზე 20 თებერვალს გამოაქვეყნა შეტყობინება, სადაც აზერბაიჯანს მოუწოდებს “თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადების ან მოქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს დაძაბულობა”.

Leave a Reply