“ეს არის მტკივნეული გაკვეთილი” – ჯონ მალკოვიჩი სომეხთა გენოციდის შესახებ

ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი ჯონ მალკოვიჩი დამწუხრებულია ყველაფერი იმის გამო, რაც მან ნახა და გაიგო სომხების გენოციდის შესახებ. 10 ოქტომბერს, იგი სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტს და წიწერნაკაბერდის მემორიალს ესტუმრა. “მტკივნეული გაკვეთილი” – ეს ჩანაწერი გააკეთა მან მუზეუმის წიგნში.

“ეს არის მტკივნეული გაკვეთილი იმის შესახებ, რამხელა სისასტიკის ჩადენა შეუძლია ადამიანს,თან სრულიად სულელური მიზეზების გამო. მუზეუმში ყველაფერი ძალიან საინტერესო და გულისამაჩუყებელია. ეს საშინელი ისტორიაა”, – დათვალიერების შემდეგ მალკოვიჩმა თავისი შთაბეჭდილებები გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ ჯონ მალკოვიჩი სომხეთში ჩამოვიდა ხაჩატრიანის მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე.  9 ოქტომბერს, მალკოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა .

Leave a Reply