არმენ აშოტიანი: აზერბაიჯანში სომხების მიმართ დიდ სიძულვილს და ფობიას ქადაგებენ

“ერთი რამ ცხადია, რომ აზერბაიჯანის ამჟამინდელი მმართველობა მშვიდობისკენ არ არის მოწოდებული, დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობას სომხების მიმართ დიდ სიძულვილსა და ფობიურ დამოკიდებულებას უნერგავენ, რომ ყველაფრის გადასალახავად, ძალისხმევა და პოლიტიკური ნებაა საჭირო”, – საპარლამენტო ასამბლეის “ევრონესტის” შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობების ეროვნული ასამბლეას მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ აშოტიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანთან შედარებით  “ჩვენს (სომხურ) საზოგადოებაში არ არის ქსენოფობია, ისეთი სიძულვილი აზერბაიჯანელი ერისადმი, როგორც ეს აზერბაიჯანშია სომხების მიმართ”.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანშიც არიან გამონაკლისები, რომლებსაც ურთიერთობის მოგვარება სურთ სომხებთან, თუმცა ამის ხმამაღლა გაცხადების ეშინიათ.

არმენ აშოტიანი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი კონფლიქტი არ არის დამოკიდებული ხალხზე ან ზემდგომთა ინტერესებზე, არამედ ეს დამოკიდებულია აზერბაიჯანის სურვილზე მშვიდობიანად მოაგვაროს კონფლიქტი.

Leave a Reply