სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან გაჩნდა.

სასაზღვრო ზოლში დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები. ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საზღვრის მეორე მხარეს კი ცეცხლს სომხეთის სახანძრო დანაყოფები აქრობდნენ.

ამ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის.