ზამთრის თვეებში სამცხე-ჯავახელების ყველაზე დამაფიქრებელი საკითხი

ზამთრის თვეებში სამცხე-ჯავახელი მოსახლეობისთვის ყველაზე დამაფიქრებლად გათბობის საკითხი რჩება. რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია ბუნებრივი აირით გათბობა, მაგრამ ბევრი თავს ამის უფლებას ვერ  მისცემს.

„ბუნებრივი აირის ხმარება შედარებით უფრო ხელსაყრელია, ყველაზე ცივ თვეებში გაზს 300-400 ლარის ფარგლებში ვხმარობთ, ეს არაა ცუდი“. – ამბობს ახალქალაქელი ქალბატონი ასია.

ახალქალაქში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ზამთარში თბება ბუნებრივი აირით, მაგრამ 30 გამოკითხულიდან 3 გათბობის მიზნით იყენებს შეშას, შესაძლებლობის შემთხვევაში კი – ბუნებრივ აირს.

„ზამთრის განმავლობაში 900 ლარის ოდენობის შეშას ვყიდულობთ, რა თქმა უნდა გაზის გამოყენება მეტად ხელსაყრელი იქნებოდა“, – თქვა ახალქალაქელმა სამველმა.

იმისათვის, რომ წარმოდგენა შევქმნათ რეგიონში შეშის მომხმარებელთა რაოდენობაზე,  უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალქალაქის რაიონში გაზიფიცირებულია 42 სოფელი, ხოლო დანარჩენ 23 სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ზამთრის განმავლობაში თბება შეშით.

შეშის ბაზარზე ასევე არსებობს ორმაგი პრობლემა, შემცირებულია შეშის გამყიდველთა რაოდენობა,  რის გამოც გართულებულა შეშის შეძენა.

Leave a Reply