სომეხი და ქართველი აქტივისტი სტუდენტების შეხვედრა თბილისში

2 თებერვალს, თბილისში სომხეთის სტუდენტური ორგანიზაცია “ცოდნის განვითარებისთვის” წევრი დავით პეტროსიანი და საქართველოს სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

დავით პეტროსიანის თქმით, შეხვედრის დროს ნათელი გახდა, რომ სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებლებში არსებული პრობლემები ერთმანეთს ჰგავს.
“აუდიტორია 115”-ის წევრებმა სტუმარს თავიანთი გამოცდილება გააცნეს და ისაუბრეს პრობლემების შესახებ , მათ შორის, სტუდენტური საბჭოებში და სალექციო პროცესში არსებულ პრობლემებზე.

“შეხვედრისას ვისაუბრეთ ინფრომირებასა და ღია განცხადებების მნიშვნელობაზე. ქართველმა კოლეგებმა გაგვიზიარეს ის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ მათ წინააღმდეგ და როგორაა შესაძლებელი მათთვის წინააღმდეგობის გაწევა”-ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა დავით პეტროსიანმა.
სტუდემტური ინიციატივა “ცოდნის განვითარებისთვის” 2017 წლის ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა. ისინი იბრძოდნენ აკადემიური წლის უფლების მკაცრად შეზღუდვის წინააღმდეგ. მათი რწმენით, სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლების უფელბის არ მიცემით ზიანს აყენებენ მეცნიერებას.

გასული წლის განმავლობაში მათ ორგანიზება გაუწიეს შიმშილობის აქციებს და პროტესტის ნიშნად ლექციებს არ ესწრებოდნენ. სტუდენტებმა, ასევე მოლაპარაკებები აწარმოეს მთავრობასთან, შეხვდნენ თავდაცვის მინისტრს ვიგენ სარგსიანს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს, თუმცა უშეგედოდ.

Leave a Reply