კარენ კარაპეტიანი: 2017 წელს სომხეთ-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 26,1 %-ით გაიზარდა

სომხეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომიტეტის თანათავმჯდომარეები, სომხეთის რესპუბლოკის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი და რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი მაქსიმ სოკოლოვის ხელმძღვანელობით სომხეთის მთავრობის შენობაში სომხეთისა და რუსეთს შორის  ეკომონიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისიკომიტეტის მე-18 სხდომა გაიმართა. ამის შესახებ მთავროის პრესსამსახური იუწყება.

“გვაქვს ზრდა ყველა მაჩვენებლით, ჩვენი მონაცემებით 2017 წლის განმავლობაში სომხეთსა და  რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა  26,1 პროცენტით გაიზარდა, სომხეთიდან ექსპორტი – 44,6 %-ით, იმპორტი 19,1% – ით”,-აღნიშნა კარაპეტიანმა.

სომხეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას პრემიერმა კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ 2017 წელს ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა  7,7 %- ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 26,9%-ით, ექსპორტი – 25,2%-ით, იმპორტი – 27,8%-ით, მომსახურებების მიწოდების სფეროში ზრდა 14,4 -%-ს შეადგენს, იმფლაცია 2,6% – ს.

Leave a Reply