გარეგინ II-მ მძიმედ დაშავებული სერჟანტი მიიღო

12 ოქტომბერს,  სრულიად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქმა გარეგინ II-მ წმინდა ეჩმიაწინში  სერჟანტი გევორგ დადასიანი მიიღო, რომელიც 2016 წლის ნოემბერში ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სამხედროებს შორის საბრძოლო მოქმედებების დროს, კონტაქტის ხაზზე სერიოზულად დაშავდა. მას თან ახლდა სომხეთის შეიარაღებული ძალების სასულიერო ლიდერი ვრთანეს ეპისკოპოს აბრაჰამიანი.

ვრთანეს ეპისკოპოსმა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შეატყობინა, რომ ჯარისკაცი, უწმინდესის კურთხევით, თვეების წინ ინდოეთში გაემგზავრა და კალკათას წმინდა ნაზარეთის სომხური ეკლესიის დეპარტამენტის მხარდაჭერით საჭირო მკურნალობა მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდა  წმინდა ეჩმიაწინის სოციალური მომსახურების ოფისის დირექტორი მამა მარკოს მანგასარიანი.

Leave a Reply