დაობებული კედლები და ნესტიანი ფანჯრები: ახალაშენებული ბინის მფლობელი სასამართლოს მიმართავს

ქალაქ თბილისის მაცხოვრებელი ლიკა ტაგანაშვილი მოგვითხრობს: „ცოტა ხნის წინ შევიძინეთ ბინა, მშენებარე კომპლექსში ვარკეთილში. კომპლექსს აშენებს საამშენებლო კომპანია „Alpha Development“ . ბინა შევიძინიეთ წელიწადნახევრის წინ, რემონტი გაკეთდა ექვსი თვის წინ და ამ დროს შევსახლდით. ცოტა ხნის წინა ბინაში დაიწყო პრობლემები, როდესაც ჩაერთო გათბობა, კედლებმა გამოყო ძალიან დიდი კონდენსატი, მთლიანად დასველდა და ცოტა ხანშიც წავიდა კედლების დაობება. ამ ჟამად უკვე ძალიან მძიმე სიტუაციაა, ყველა კედელი, რომელიც ემთხვევა გარე კედელს არის მთლიანად დაობებული“, – „ალიქ მედიას“ ვითარების შესახებ ტაგანაშვილი უყვება.

მისი თქმით, ბავშვის ოთახში ცხოვრება საერთოდ შეუძლებელია. იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა.

ლიკა ამბობს, რომ მან მშენებლებთან დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა მისი მოთხოვნები კომპანიამ უარყო, ზარებს უპასუხოდ ტოვებდა. Facebook-ის გვერდზე კი მისი პოსტები წაიშალა და დაიბლოკა.

ვარკეთილის რაიონში „Alpha Development“-მა დიდი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, 21 ბინა აშენდა და ექვსი ბინა უკვე ექსპლოატაციაშია. ცნობილია, რომ იგივე შენობაში სხვა ბინებსაც მსგავსი პრობლემები აქვს. ჩვენი მცდელობები, რომ კომპანიისგან რაიმე სახის კომენტარი მაინც მოგვეღო, უშედეგო გამოდგა.