ჯავახეთის 4 ორგანიზაცია აცხადებს, რომ რეგიონი ცალკე თემად უნდა გამოცხადდეს

ჯავახეთის მთელი რიგი სამოქალაქო-პოლიტიკური ორგანიზაციები უკმაყოფილებას გამოხატავენ სოფელი კუმურდოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე სომხური და ქართული ეკლესიების საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ჯავახეთი ცალკე თემად უნდა გამოცხადდეს.

ინტელექტუალთა გაერთიანება, „ჯავახქ“ სახალხო მოძრაობა, „ჯავახქ“ არასამთავრობო ორგანიზაცია და პარტია “ვირქ“ საერთო მიმართვას ავრცელებენ და სომეხთა კათოლიკოს პატრიარქს გარეგინ მეორეს, უზენაეს სასულიერო საბჭოს, კილიკიის კათალიკოსს არამის I-ს, სომხური კათოლიკური ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს გრიგორ პეტროს II-ს, სომხურ- ევანგელისტურ ეკლესიას, ჩრდილოეთ ამერიკის, საფრაგნეთის, ახლო აღმოსავლეთის სომხურ-ევანგელისტურ გაერთიანებებს მიმართავენ.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მიმართვის თანახმად კუმურდოს ეკლესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო.

“პირველ რიგში, აღნიშნული ტაძრის კუთვნილებაზე არ უნდა მიღებულიყო დაგაწყვეტილება. შემდეგ კი ის მიღებული იქნა რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, ისიც ნაჩქარევად. საერთოდაც, სოფლის მოსახლეობა აღშფოთდა მაშინაც, როდესაც  ეგრეთ წოდებული აღდგენითი სამუშაოების დროს ტაძარის სათანმოციქულო ნაწილის სასაფლაოები სასტიკად
დაზიანდა. ნუთუ  ეს არ არის ისტორიის ნაწილი ?  საერთო გადაწყვეტილებაში ვაზგენ მირზახანიანი  ამტკიცებს, რომ ტაძარი არასდროს ყოფილა სამოციქულო , მაშინ როდესაც აქ დაკრძალულია მისი სამოციქულო მსახურები ტერ-მათევოსიანები, მსოფლიო ცნობილი შარლ აზნავურის მოძმე ტერ-აზნავურიანები და სხვები“– 4 ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

Leave a Reply