საქართველომ 300 000 დოლარი გამოუყო საქართველოში სომხურ ეპარქიას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიში წარადგინა.
სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 83.4% საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარია, დაახლოებით 11% – ისლამის, ხოლო სომხური სამოციქულო ეკლესიის წევრთა რაოდენობა მოსახლეობის 2.9%-ს შეადგენს.
ანგარიშში ასევე ნახსენებია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს მიღებული კანონი, რომლის თანახმად, ქვეყანაში რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისათვის გამოყოფილია ფინანსური კომპენსაცია, საბჭოთა ეპოქაში “მორალური და მატერიალური ზიანისთვის” . აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან მუსლიმებმა, ებრაელებმა, კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიებმა კომპენსაციის სახით 4.5 მილიონი ლარი (1.7 მილიონი აშშ დოლარი) მიიღეს. თანხის მეტი წილი, დაახლოებით 1 მილიონი დოლარი, მუსლიმებს ერგოთ. საქართველოში სომხურმა ეპარქიამ კი 300 000 აშშ დოლარი მიიღო.

Leave a Reply