სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით ანტალიაში მყოფი სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი ედუარდ შარმაზანოვი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრეი დანკოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების, ორმხრივი ვიზიტებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

შარმაზანოვმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მიერ სომხეთისა და ევროკავშირის ახალი ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მნიშვნელოვანი ფაქტია.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე. ედუარდ შარმაზანოვმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანისთვის სლოვაკური კომპანია “MSM Martin-“ის მიერ იარაღის მიყიდვის თაობაზე. მისი თქმით, აღნიშნული იარაღი მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.

პარლამენტის სპიკერებმა ხაზი გაუსვეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას.